Accentnews.ge
"ყველა ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოძევების ზღვარზეა!"

"ყველა ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოძევების ზღვარზეა!"

30/10/2021 07:40:33 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძეს ინფორმაციით, ზუგდიდის რიგი უბნებიდან ოპოზიციის დამკვირვებლები გააძევეს, დანარჩენ უბნებზე კი გამოძევების ზღვარზე არიან.

მისი თქმით, მიზეზი საჩივრების დაწერა გახდა, რადგან დამკვირვებლებს არ მისცეს უფლება, ეკონტროლებინათ სამაგიდო სიები და ამიტომ თითქმის ყველა უბანზე დილიდან დაპირისპირება იყო.

„იმის გამო, რომ ამაზე ჩვენი დამკვირვებლები საჩივრებს წერდნენ, მთელი რიგი უბნებიდან დამკვირვებლები გამოგვიძევეს. მაგალითად, ქალაქის #10 და #3 უბნიდან და ახლა ყველა ჩვენი წარმომადგენელი და დამკვირვებელი ფაქტობრივად გამოძევების ზღვარზეა, რადგან ეს ადამიანები ადგილებზე იბრძვიან იმისთვის, რომ აღკვეთონ ყველა დარღვევა. გარდა ამისა, ქალაქის არ ერთი უბანზე არაა დაცული 100–მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, პოლიცია არ რეაგირებს. ადამიანები ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ, ე.წ. „ძველი ბიჭები“ იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და ცდილობენ, ზემოქმედების მოხდენას ამომრჩეველზე“,– ამბობს წითლიძე.

ის პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეაგირებისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S