ვაშლიჯვრში ხმაურია, საუბრობენ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვაზე
30/10/2021 08:18:32 პოლიტიკა
ხმაურია თბილისში, ვაშლიჯვრის #93 საარჩევნო უბანთან.
ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ამომრჩველთა მოსყიდვას.
ზვიად კუპრავას მტკიცებით, მოქალაქეების მოსყიდვის ამსახველი ფაქტები ვიდეო-კამნერით გადაიღეს და შესაბამის სარჩელსაც დაწერენ.
მისივე ინფორმაციით, უბანთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტომობილებით იყვნენ მობილიზებულები და სიებთან ერთად თან ჰქონდათ ამომრჩევლებისთვის გადასაცემი თანხაც.
ხმაური იყო სენაკში, სადაც პოლიციაც გამოიძახეს.


