Accentnews.ge
ზალკალიანი: „სააკაშვილის გადაცემაზე მოთხოვნა არ ყოფილა, ეს სამართლებრივი ნონსენსია!“

ზალკალიანი: „სააკაშვილის გადაცემაზე მოთხოვნა არ ყოფილა, ეს სამართლებრივი ნონსენსია!“

30/10/2021 08:32:29 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თაობაზე კომუნიკაცია არ ყოფილა. ამით მან უარყო უკრაინელი დეპუტატის ცნობა იმის შესახებ, რომ ექსტრადაციის თაობაზე დიპლომატები საუბრობენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე არ ყოფილა, ეს სამართლებრივი ნონსენსია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, „მსგავს სიტუაციაში არ ხდება ექსტრადირება და არც ყოფილა მსგავსი რაიმე სახის მომართვა“:

„ეს სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და ექსტრადირება არ განიხილება მსგავს სიტუაციებში“.

დავით ზალკალიანს კითხვა დაუსვეს უკრაინელი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს უფლება, ამა თუ იმ მოქალაქეს შემოშვებაზე უთხრას უარი.

„აქაც სერიოზულ სიცრუესთან გვაქვს საქმე. მსგავსი მომართვა არ ყოფილა უკრაინელი კოლეგების მხრიდან, არ ყოფილა მეც თქვენთან ერთად მედიიდან შევიტყვე. სახელმწიფხუბუოს აქვს უფლება, ამა თუ იმ მოქალაქეს შემოშვებაზე უთხრას უარი. ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა და არაა სავალდებულო განემარტოს მიზეზები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S