Accentnews.ge
რუსი ოპოზიციონერი: „საქართველოს ხელისუფლებას პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს“

რუსი ოპოზიციონერი: „საქართველოს ხელისუფლებას პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს“

30/10/2021 09:50:32 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა,– ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ვლადიმირ ნავალნის თანაგუნდელმა ლიუბოვ სობოლმა ტელეკომპანია "დოჟდს" განუცხადა.

ამ კონტექსტში სობოლი საკუთარ თავგადასავალს იხსენებს და ამბობს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ის საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც სობოლი ამბობს, ჯერ საზღვარზე ერთი საათის განმავლობაში დააყოვნეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს.

"არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც შეიძლებოდა საქართველოს მიმართ მტრულად შეფასებულიყო. ცოტა ხნის წინ რუსი ჟურნალისტი, ილია აზარი არ შემოუშვიათ, მაგრამ ის, მგონი, ადრე აფხაზეთში იყო... ეს, როგორც ვხვდები, იმას უკავშირდება, რომ მთავრობას და საქართველოს ხელმძღვანელობას არ სურთ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა ლიუბოვ სობოლმა.

საქართველოს საზღვარი დაკეტილი აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი ადამიანისთვის: 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა. წინა დღეს საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეციც.

"ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წუხელ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსას მიმართა თხოვნით, უზრუნველეყოთ ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. ის, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია", - განაცხადა გორდონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S