Accentnews.ge
„ვენატრები“ – „ქართული ოცნების“ და ენმ–ის დეპუტატები საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე გადაიკვეთნენ

„ვენატრები“ – „ქართული ოცნების“ და ენმ–ის დეპუტატები საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე გადაიკვეთნენ

30/10/2021 11:22:17 პოლიტიკა

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი და ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე გადაიკეთნენ. მათ შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა: ღუდუშაურმა ხაბეიშვილი უბნებზე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი მას კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას უკაშირდება მათი ხშირი „შეხვედრა“.

„ალბათ, ვენატრები“,– უპასუხა ხაბეიშვილმა.

ღუდუშაურმაც გადაწყვიტა, ხუმრობით ეპასუხა:

„პარლამენტში ვერ ვხვდები ლევანს, იმიტომ, რომ არ დადის, საარჩევნო დღეს, ამ მნიშვნელოვან დღეს რომ შევხვდე, რა პრობლემაა?!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S