15:00 სთ–ისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმში იყო, ყველაზე დაბალი - მცხეთა-მთიანეთში
30/10/2021 11:57:44 პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31.82% იყო. კენჭისყრის დაწყებიდან 7 საათში ხმა მისცა 664 573-მა ამომრჩეველმა.
15:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 45.4% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 26.9% - მცხეთა-მთიანეთში.
მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 2 088 722 ამომრჩეველი. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.
კენჭისყრის პირველი ტურისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. 2 ოქტომბრის 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 33.18%.


