Accentnews.ge
„ენმ–ის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%–იან ზღვართან"

„ენმ–ის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%–იან ზღვართან"

30/10/2021 12:07:24 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის კანდიდატები 20–დან 18 მუნიციპალიტეტში იმარჯვებენ.

"თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20–დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%–იან ზღვართან. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის აქტივობა, რათა ბოროტებამ არც ერ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯოს“,– განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2024 წლამდე ქვეყანაში არჩევანი არ გაიმართება და ამომრჩევლებს მოუწოდა, „სიცრუის დამარცხებაში“ საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„საბოლოო გამარჯვებამდე 4 საათი რჩება“ – დასძინა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S