Accentnews.ge
"ქუჩის ბიჭებს" არაფერს ეუბნებიან და მე – ექიმ ქალბატონს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, შოკში ვარ!" – ზუგდიდის #10 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

"ქუჩის ბიჭებს" არაფერს ეუბნებიან და მე – ექიმ ქალბატონს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, შოკში ვარ!" – ზუგდიდის #10 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

30/10/2021 12:30:05 პოლიტიკა

ზუგდიდის #10 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებელი გამოაძევეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„აყალბებენ და მე ამის უფლებას არ ვაძლევ“,– ასე განმარტავს დამკვირვებელი მისი უბნიდან გამოძიების მოტივს.

როგორც დამკვირვებელი ყვება, დაძაბულობა მოყვა მის პროტესტს, რადგან შეამჩნია ტენდენცია, რომ რეგისტრატორი რიგ საარჩევნო ბიულეტენზე არ აკეთებდა ხელმოწერას და არ არტყამდა ბეჭედს, რაც ბიულეტენის ბათილად ცნობის წინაპირობაა.

"ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილემ ზეწოლა განახორციელა ჩემზე: გამაგდო რეციდივისტივით. ქუჩის ბიჭები დგანან უბანთან, მათ არაფერს ეუბნებიან და მე, ექიმ ქალბატონს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, შოკში ვარ! მე ბატონი ანზორის ხმებს ვიცავ. ამიტომაც გამაძევეს უბნიდან“,– განაცხადა უბნიდან გაძევებულმა დამკვირვებლებმა.

უბანთან 100–მეტრიანი დისტანციის დაცვის (რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს) მოთხოვნის დარღვევა ნამდვილად ფიქსირდება. საარჩევნო უბანთან მრავლად შეიმჩნევიან არაუფლებამოსილი პირები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S