Accentnews.ge
წითლიძეს ხელში ჩაუვარდა კომისიის თავმჯდომარის ბლოკნოტი, რომელშიც მოქალაქეების პირადი მონაცემებია დაფიქსირებული [ფოტო]

წითლიძეს ხელში ჩაუვარდა კომისიის თავმჯდომარის ბლოკნოტი, რომელშიც მოქალაქეების პირადი მონაცემებია დაფიქსირებული [ფოტო]

30/10/2021 13:46:51 პოლიტიკა

სამეგრელოში, ზუგდიდის #21 უბანზე დაძაბულობა იყო. უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი გამოაძევეს, შემდეგ კი ინციდენტი უბნის გარეთ გაგრძელდა. კერძოდ, როგორც ენმ–ის წევრები აცხადებენ, მათ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უბანზე „კარუსელი“ მზადდება, ამიტომ ისინი ცდილობდნენ ყურადღების გამახვილებას, თუმცა აღნიშნულს „ქართული ცნების“ წევრებთან დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვენებით ენმ–ის წევრ ანა წითლიძეს ხელში ჩაუვარდა კომისიის თავმჯდომარის თინა კაკაჩიას კუთვნილი ბლოკნოტი. ბლოკნოტში მოქალაქეთა პირადი მონაცემები: სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, პირადი ნომრები იყო აღრიცხული.

როგორც წითლიძე ამბობს, მან ამოიცნო საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები.

„ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც დასაქმებულები არიან ზუგდიდის მერიაში, ასევე აქაა მათი ოჯახის წევრების სახელები და გვარები, რომლებიც უნდა აიძულონ, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“. სათითაოდ ვიცნობ ამ ადამიანებს, რადგან მათთან ერთად ვმუშაობდი“,– განაცხადა წითლიძემ ჟურნალისტებთან ერთად ბლოკნოტის დათვალიერებისას.

ადგილზე მივიდა თინა კაკაჩიაც. მას არ უარუყვია ბლოკნოტთან საკუთარი კავშირი, მეტიც, განაცხადა, რომ ბლოკნოტი და 20 ლარი ჩანთიდან მოჰპარეს და პოლიციას „ქურდის“ დაკავება მოსთხოვა.

„აურზაურში გარეთ დარჩა თავისი ბლოკნოტი. სასწაული მოუვიდა „ქართულ ოცნებას“. ღმერთიც კი მათ წინააღმდეგაა. იქ იყო მოქალაქეების სია, პირადი ნომრები, ბუღალტერია, რომლის დათვალიერებაც ბოლომდე ვერ მოვასწარი“,– განაცხადა ამასთან დაკავშირებით წითლიძემ.

მან დაუდასტურა კაკაჩიას, რომ ბლოკნოტი თავად აქვს და მზაობა გამოთქვა, გაყოლოდა პოლიციას.

კაკაჩია ირწმუნება, რომ ბლოკნოტში საჯარო მოხელეები არ არის აღრიცხულნი და რომ ამას „ვერავინ დაამტკიცებს“.

ანი წითლიძე გამოკითხვაზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

"დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი. იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად, მალე შემოგიერთდებით". - დაწერა მოგვიანებით წითლიძემ "ფეისბუქზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S