17:00 სთ–ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა
30/10/2021 13:56:09 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს ამოუვარდება – პირველ ტურში აქტივობა იყო 41,35%.
აქტივობა ქალაქების მიხედვით:
- თბილისი - II ტური 38,7%; I ტური 39,1%
- ქუთაისი - II ტური 36,6%; I ტური 35,2%
- ბათუმი - II ტური 42,2%; I ტური 42%
- ფოთი - II ტური 41,8%; I ტური 43%
- რუსთავი - II ტური 41,2%; I ტური 39,6%
- ზუგდიდი II ტური 35,9%; I ტური 34,4%


