Accentnews.ge
„უცხო კაცმა ყუთში 10–მდე ბიულეტენი ჩატენა, უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო"

„უცხო კაცმა ყუთში 10–მდე ბიულეტენი ჩატენა, უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო"

30/10/2021 14:22:17 პოლიტიკა

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინფორმაციით,“ქართულ ოცნებას“ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში არჩევნები წაგებული აქვს, ამიტომ, ცდილობენ, „მათ აქტივს დანაშაული ჩაადენინონ“. ამ კონტექსტში მან გლდანში მიმდინარე მოვლენები ახსენა.

„უბნების ჩაშლას ცდილობენ“,– განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ვაზისუბანში, ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე უცხო პირმა საარჩევნო ყუთში 10–მდე ბიულეტენი ჩაყარა და ამასთან დაკავშირებით საჩივარია დაწერილი:

„უამრავი დამკვირვებლისა და კომისიის წევრების თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. ამის შემდეგ ეს კაცი ადგილიდან მიიმალა“.

მან მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა აქტიურობისკენ.

„აღარ არის სახლში ჯდომის დრო!“,– განაცხადა მელიამ, რომელიც საარჩევნო უბნებზე გადაადგილდება თბილისის მასშტაბით და დასძინა, რომ თითოეული ხმის დაცვას გეგმავს:

„რატომ ნერვიულობენ? გაგიმხელთ – იმ ადამიანთა ნაწილმა, რომლებიც მათ მიიყვანეს უბანზე, ხმა ოპოზიციას მისცა“.

მელიამ კალაძესაც მიმართა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მისი კონკურენტია:

„წაგებაში ტრაგიკული არაფერია. ხან წააგებთ, ხან მოიგებთ. ამჯერად აგებთ და სჯობს, ამ ქმედებებისგან თავი შეიკავოთ. ახლა რასაც ჩადიხართ, მარცხის პირდაპირი აღიარებაა. შუქის ჩაქრობა, ყუთში ბიულეტენების ჩაყრა არ გეყოფათ, რადგან ხალხის ძალა უპირატესია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S