Accentnews.ge
დეკანოიძე ამბობს, რომ გამოავლინეს სქემა, რომლის ამოქმედებაც ერთ საათში იგეგმება

დეკანოიძე ამბობს, რომ გამოავლინეს სქემა, რომლის ამოქმედებაც ერთ საათში იგეგმება

30/10/2021 14:37:08 პოლიტიკა

ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს სქემა, რომლის ამოქმედებაც ერთ საათში იგეგმება.

„#95,#91,#86, #93 უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან კარუსელებისთვის. ამ ადამიანებს აქვთ ხელზე გაკეთებული სპეციალური ნიშნული და მათ აღარ ატარებენ მარკირებას“,– განაცხადა დეკანოიძემ და დამკვირვებლებს მოუწოდა, ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

ამასთან მან ორი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი გახადა საჯარო და დასძინა, რომ ეს ავტომანქანები ჩართულნი არიან „კარუსელში“.

გარდა ამისა, დეკანოიძემ დაასახელა საჯარო მოხელეები, რომლებიც მისი თქმით, ამომრჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ და მოუწოდა, შეწყვიტონ აღნიშნული ქმედება.

„უკანონო ქმედებაში ჩართულია რამდენიმე საჯარო მოხელე: ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა დბარი (ავანგარდის ტერიტორიაზე ატერორებს ადამიანებს).არც ერთი უკანონო ქმედება არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა სქემა გადაკეტილი გვაქვს და ასევე გადავკეტავთ. არ გიშველით ფული“,– განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, „აპირებენ კარუსელებს. ახლა ყველანი უბნებზე ხმების დასაცავად, რომ არ გადაგვიწერონ ოქმები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S