„კვლავ რჩება ორი ოლქი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან ძალიან მიახლოვებულია“
30/10/2021 15:02:06 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების მონაცემებით, ისევ რჩება ორი ოლქი, სადაც „ოცნებისა“ და ენმ-ის კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან მიახლოებულია.
"ეს არის ჩვენი პარტიული აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოვებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, იმისთვის, რომ აქაც გამოვრციხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება, თუნდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან" , - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე ოლქებს არ ასახელებს:
"ამ ორი საათის განმავლობაში არ ჩავაყენებ ცუდ და წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს რომელიმე კანდიდატს და, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ არც ერთ მუნიციპალიტეტს“.
დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ენმ-ს კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან ახლოს არიან.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.


