კობახიძე: „19:00 სთ–ის მონაცემებით, 20–ივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ“
30/10/2021 15:12:25 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 19:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, სახელისუფლებო გუნდის კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში ლიდერობენ.
„19:00 საათის მონაცემებით შემოსულია ჩვენი აქტივის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენ 20–ივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ“,– განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, ვინაიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე დრო რჩება, მან ამომრჩეველს სიმშვიდისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის აქტივის მონაცემებით, ორ ოლქში სახელისუფლებო და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. ოლქები არ დასახელებულა.


