Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას"

ირაკლი ღარიბაშვილი:"გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას"

30/10/2021 16:22:22 პოლიტიკა

მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდად და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.

17 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 39.5% -ია, რაც 825 129 ამომრჩეველს შეადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S