Accentnews.ge
"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა ქალაქს ვუხელმძღვანელო“

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა ქალაქს ვუხელმძღვანელო“

30/10/2021 16:34:23 პოლიტიკა

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეული მერი ვიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მომეცა შესაძლებლობა ქალაქს ვუხელმძღვანელო... დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს თქვენი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების, სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის ყველა ის სამუშაო, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქალაქს. გილოცავთ ყველას გამარჯვებას, მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან, მხარს უჭერდა კახა კალაძეს, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.

17 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 39.5% -ია, რაც 825 129 ამომრჩეველს შეადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S