Accentnews.ge
მელია: „რთულია, როდესაც მოკრიმინალო ელემენტი სახეში გარტყამს, წლების წინ მოთმენა გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს“

მელია: „რთულია, როდესაც მოკრიმინალო ელემენტი სახეში გარტყამს, წლების წინ მოთმენა გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს“

30/10/2021 17:20:52 პოლიტიკა

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ უბნებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.

როგორც უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პირველ ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, ახლა მთავარი ამოცანა ხმების დაცვაა, ამიტომ ოპოზიციონერი ლიდერები ამ მიზნით საარჩევნო უბნებთან ინაცვლებენ.

„ჩემთვისაც რთულია, როდესაც მოკრიმინალო ელემენტი ხელს გიქნევს და სახეში გარტყამს პირდაპირ ეთერში, მაგრამ იძულებული ხარ, მოითმინო, რადგან პასუხისმგებლობა გვაქვს. არ დაგიმალავთ, წლების წინ ამ ყველაფრის მოთმენა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ვნება არის საქმის კეთება. პირადად ჩემი მთავარი ნებაა “კანონიერი ქურდების“, კრიმინალების დამარცხება. არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება“,– განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან ნიკა მელიამ.

ცნობისთვის: მელიას საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ვაზისუბანში, ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს–ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა უბნებთან ხშირად შეინიშნებოდა არაუფლებამოსილი პირების, ე.წ. „ძველი ბიჭების“ მობილიზება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S