Accentnews.ge
მელია – „ქართული ოცნების“ კანდიდატს: „თქვენი მერიც ვიქნები“

მელია – „ქართული ოცნების“ კანდიდატს: „თქვენი მერიც ვიქნები“

30/10/2021 17:28:30 პოლიტიკა

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ენმ–დან ანზორ მელია ამომრჩევლებს მხარდაჭრისთვის მადლობას უცხადებს.

"დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც თქვენ ამ ომში გამოიჩინეთ. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, ვიქნები თქვენი ოჯახის მერი. კანდიდატსაც მივმართავ - მაგის მერიც ვიქნები. დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებიან და გამარჯვებისთვის ვაჟკაცურად იბრძოდნენ". - თქვა მან ბრიფინგზე.

ანზორ მელიამ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილსაც:

"მინდა, მადლობა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას".

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S