"ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა" - დეკანოიძე ერთ–ერთი უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს
30/10/2021 18:49:31 პოლიტიკა
ქუთაისის მერობის კანდიდატი ენმ–დან ხატია დეკანოიძე ქუთაისის #93 საარჩევნო უბანზე შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
ქუთაისში, ენმ-ს მერობის კანდიდატის თქმით, 93 -ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.
დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.


