გიგი უგულავა: "ფოთში არჩევნები გაყალბდა, არ ვცნობ შედეგებს!"
30/10/2021 20:13:16 პოლიტიკა
ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგლავა აცხადებს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა და ის არ ცნობს შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს.
„მადლობა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ მეგობრებო, სამწუხაროდ, თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი ფოთისთვის არნახული ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ყველა მამაძაღლობის, რაც კი შეიძლება, იყოს გამოყენებული. ამიტომ, მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა. სამწუხაროდ, „ოცნების“ ხელისუფლებამ აქაც მთლიანად გამოავლინა თავისი სახე: არნახული ფულით, ძალადობით, გაყალბებით ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების დამახინჯებას“,– განაცხადა უგულავამ.
ცესკოს წინასწარი მონაცმებით, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გახდა. დათვლილია ხმების 100%. გიგი უგულავამ ხმების 42.65% მიიღო, ბექა ვაჭარაძემ - 57.35%.


