Accentnews.ge
სამი ბიულეტენის გაბათილების შედეგად თელავის #9 უბანზე სახელისუფებო კანდიდატი დაწინაურდა

სამი ბიულეტენის გაბათილების შედეგად თელავის #9 უბანზე სახელისუფებო კანდიდატი დაწინაურდა

30/10/2021 20:38:38 პოლიტიკა

ხმაური იყო თელავში, #9 საარჩევნო უბანზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ეთერ გურგენაშვილი ამბობს, რომ საუბნო კომისიამ ხმების დათვლის დროს სამი ბიულეტენი გააბათილა, რის შედეგადაც უბანზე „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა .

ეთერ გურგენაშვილის მტკიცებით, ბიულეტენების გაბათილების რეალური მიზეზი არ არსებობს.

მისივე თქმით, პარტიამ ამ საკითხზე საჩივარი დაწერა და დარწმუნებული არიან რომ ოლქი ბათილ ბიულეტენებს ოპოზიციის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს მიაკუთვნებენ.

კახეთში მერის არჩვენების მეორე ტური ჩატარდა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტში. გახსნილი იყო 55 საარჩევნო უბანი. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S