Accentnews.ge
ორი ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსი აქვთ

ორი ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსი აქვთ

30/10/2021 22:03:50 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ოპოზიციონერი კანდიდატი მხოლოდ წალენჯიხაში ლიდერობს, თუმცა ამ შემთხვევაში დათვლილია უბნების 72%. ამ მონაცემებით, ენმ–ის კანდიდატს 51.366%–იანი მხარდაჭერა აქვს, სახელისუფლებოს – 48.634%. მცირე სხვაობაა ბათუმში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის კანდიდატების შედეგებს შორის.

თბილისში დათვლილია უბნების 84.915%:

  • ნიკა მელია(ენმ) – 44.424%;
  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 55.576%.

რუსთავში დათვლილია უბნების 100%:

  • დავით კირკიტაძე (ენმ)– 46.283%
  • ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 43.717%

ქუთაიში დათვლილია ხმების მხოლოდ 64%:

  • ხატია დეკანოიძე (ენმ) – 47.729%
  • იოსებ ხახალეივილი (ქართული ოცნება) – 52.271%

ფოთში დათვლილია ხმების 100%:

  • გიორგი უგულავა (ენმ) – 42.65%
  • ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) – 57.35%

ბათუმში დათვლილია ხმების 91.19%:

  • გიორგი კირთაძე (ენმ) – 49.073%
  • არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 50.927%.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 80%–ზე მეტი და ყველა შემთხვევაში "ქარული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. მხოლოდ უბნების 50%–ია დათვლილი სენაკში, სადაც ოპოზიციონერ კანდიდატს ხმათა 46.86% აქვს მიღებული, სახელისუფლებოს კანდიდატს – 53.14%.

რაც შეეხება ზუგდიდს, სადაც საარჩევნო უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იყო დაძაბულობა, დათვლილია უბნების 94%. ანზორ მელიას 48.418% ხმა აქვს მიღებული, მამუკა წოწერიას – 51.582%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S