ზუგდიში დათვლილია ხმების 100%: ანზორ მელია - 48.36%; მამუკა წოწერია - 51.63%
30/10/2021 23:30:22 პოლიტიკა
ზუგდიდში საარჩევნო უბნების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა) აქვს, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატს მამუკა წოწერიას - 51.63% (27 607 ხმა).
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
ამ დროისთვის ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს მხოლოდ ჯლენჯიხაში.


