დათვლილია 769-დან 768 უბანი – კალაძე – 55.60%, მელია – 44.3%
31/10/2021 04:23:04 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული [08:25სთ] წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
769-დან 768 საარჩევნო უბანია დათვლილი.
ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს ხმათა 55.60% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკანორ მელიას - 44.39%.


