4 თვითმმართველ ქალაქში ხმების 100% დათვლილია
31/10/2021 05:23:58 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 4 თვითმმართველ ქალაქში ამომრჩეველთა ხმების 100% დათვლილია
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
რუსთავი:
- დავით კირკიტაძე - 46.283% (ოპოზიცია)
- ნინო ლაცაბიძე - 53.717% ("ქართული ოცნება")
ქუთაისი:
- ხატია დეკანოიძე - 48.357% (ოპოზიცია)
- იოსებ ხახალეიშვილი - 51.643% ("ქართული ოცნება")
ფოთი:
- გიგი უგულავა - 42.65% (ოპოზიცია)
- ბექა ვაჭარაძე - 57.35% ("ქართული ოცნება")
ბათუმი:
- გიორგი კირთაძე - 48.982% (ოპოზიცია)
- არჩილ ჩიქოვანი - 51.018% ("ქართული ოცნება")
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.


