Accentnews.ge
წინასწარი შედეგებით, ოპოზიციამ საკრებულოებში 42-დან 15 მანდატი მიიღო

წინასწარი შედეგებით, ოპოზიციამ საკრებულოებში 42-დან 15 მანდატი მიიღო

31/10/2021 07:02:52 პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, საქართველოს 24 მუნიციპალიტეტის 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში - ოპოზიციის.

ოპოზიციური პარტიებიდან 7 მანდატი მოიპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 6 მანდატი პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ და თითო-თითო „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტურების წინასწარი შედეგები ასეთია:

  • თბილისის საბურთალოს მესამე მაჟორიტარული ოლქი - ავთანდილ ცინცაძე 55%-ზე („ქართული ოცნება“) და ბორის ყურუა 44%(„გირჩი - მეტი თავისუფლება“);
  • რუსთავის მეექვსე მაჟორიტარული ოლქი - გრიგოლ ვეფხვაძე 53%(„ქართული ოცნება“) და ერეკლე დოლიძე 46%(„გახარია - საქართველოსთვის“);
  • ახმეტის მესამე ოლქი - ელდარ ბაღაკაშვილი 61%(„ქართული ოცნება“) და მალხაზ მაჩალიკაშვილი 38%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ყვარლის მეცხრე ოლქი - მამუკა ბერიაშვილი54%(“ქართული ოცნება“) და რატი ტურაშვილი 45%(„გახარია-საქართველოსთვის“);
  • თიანეთის პირველი ოლქი - ზვიად ზვიადაური 50%(„ქართული ოცნება“) და ნანა ცალუღელაშვილი 49%(„მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის);
  • დუშეთის პირველი ოლქი - გიორგი ინაშვილი 78%(„ქართული ოცნება“) და იოსებ ბუჩაშვილი 21%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • კასპის მეხუთე ოლქი - ბადრი ჯანიაშვილი 62%(„ქართული ოცნება“) და ვალერი ბაკიძე 37%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ქარელის პირველი ოლქი - ყარამან როინაშვილი 54%(„ქართული ოცნება“) და თემურ ხოსრუაშვილი 45%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ქარელის მესამე ოლქი - მურთაზ ცისკაძე 52%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გრიგალაშვილი 47%(„ქართული ოცნება“):
  • ხაშურის მეშვიდე ოლქი - დავით მეტრეველი 62%(„ქართული ოცნება“) და თემურ ვარდოშვილი 37%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ონის მეოთხე ოლქი - მადლენა მეტრეველი 56%(„ქართული ოცნება“) და თამაზ მეტრეველი 43%(„გახარია-საქართველოსთვის“);
  • ონის მეშვიდე ოლქი - მამუკა ყავლაშვილი 60%(„ქართული ოცნება“) და თეიმურაზ დევიძე 40%(„ლელო“);
  • ჭიათურის მეთორმეტე ოლქი - ვახტანგ ცუცქირიძე 57%(„ქართული ოცნება“) და რემი ბიწაძე 42%(„ერთიანი საქართველო-დმეოკრატიული მოძრაობა);
  • წყალტუბოს მეთერთმეტე ოლქი - რევაზ დიდავა 58%(„ქართული ოცნება“) და ლადო ყაველაშვილი 41%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • სამტრედიის მერვე ოლქი - პაატა კოხრეიძე 56%(„ქართული ოცნება“) და ალექსანდრე კოხრეიძე 43%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ჩოხატაურის მეათე ოლქი - ზვიად მამალაძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯინჭარაძე 48% („გახარია - საქართველოსთვის“);
  • ოზურგეთის პირველი ოლქი - გიორგი სირაძე 54%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლელა საჯაია 45%(„ქართული ოცნება“);
  • ოზურგეთის მეექვსე ოლქი - რაინდი დუმბაძე 54%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი ჩაგანავა 45%(„ქართული ოცნება“);
  • ოზურგეთის მეთერთმეტე ოლქი - ნინო მახარაძე 53%(„ქართული ოცნება“) და დათა მიქელაშვილი 46%(დამოუკიდებელი);
  • ოზურგეთის მეორმეტე ოლქი - ტიტე მგელაძე 57%(„ქართული ოცნება“) და შალვა თავდიშვილი 42%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ხელვაჩაურის მეხუთე ოლქი - ელიზბარ ზოიძე 51%(„ქართული ოცნება“) და მამუკა ჯევაიში 48%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ხელვაჩაურის მეექვსე ოლქი - შოთა ფუტკარაძე 51%(„ქართული ოცნება“ და დავით დუმბაძე 48%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ქედის მეორე ოლქი - ოთარ ხარაძე 50%(„ქართული ოცნება“) და ევგენ ცინცაძე 49%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ხულოს პირველი ოლქი - ირაკლი ბოლქვაძე 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და ლევან მახარაძე 42%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ხულოს მეორე ოლქი - ნადიმ დეკანაძე 53%(„ქართული ოცნება“) და თენგიზ შანთაძე 46%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • სენაკის მესამე ოლქი - გიგა წურწუმია 53%(„ქართული ოცნება“) და ლაშა კუჭავა 46% (“ნაციონალური მოძრაობა“);
  • სენაკის მერვე ოლქი - შაქრო კოკაია 53%(„ქართული ოცნება“) და მამუკა აბშილავა 46%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • მარტვილის მესამე ოლქი - კობა ასაბაშვილი 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი გაბუნია 49%(„ქართული ოცნება“);
  • მარტვილის მერვე ოლქი - მინდია გაბისონია 50%(„ქართული ოცნება“) და ზურაბ ბიგვავა 49%(„გახარია-საქართველოსთვის“);
  • მარტვილის მეცხრე ოლქი - გიორგი ჯიჯელავა 50%(„ევროპელი სოციალისტები“) და გოგი ბასილაია 49%(„ქართული ოცნება“);
  • ჩხოროწყუს პირველი ოლქი - ჯანო პერტაია 52%(„ქართული ოცნება“) და რამაზ გულუა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ჩხოროწყუს მეორე ოლქი - ვარლამ სიჭინავა 51%(„ნაციონალური მოძრაობა“) და მამუკა ფიჩხაია 48%(„ქართული ოცნება“);
  • ჩხოროწყუს მეხუთე ოლქი - შოთა წურწუმია 57%(„გახარია-საქართველოსთვის“) და დათო კვირტია 42%(„ქართული ოცნება“);
  • ჩხოროწყუს მეექვსე ოლქი - ტარიელ შენგელია 56%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ნუგზარ ჯალაღონია 43%(„ქართული ოცნება);
  • ჩხოროწყუს მეშვიდე ოლქი - აჩიკო ცირამუა 50%(„გახარია-საქართველოსთვის“) და გოგა თოლორდავა 49%(„ქართული ოცნება“);
  • წალენჯიხის პირველი ოლქი - გელა აბულაძე 53%(„გახარია-საქართველოსთვის“ და ვალერიანე კვარაცხელია 46%(„ქართული ოცნება“);
  • წალენჯიხის მეოთხე ოლქი - მამუკა მიქავა 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ლირა ღურწკაია 49%(„ქართული ოცნება“);
  • წალენჯიხის მეხუთე ოლქი - ნანა კეკუა 53%(„ქართული ოცნება“) და ბელა კვირკვია 46%(„ნაციონალური მოძრაობა);
  • წალენჯიხის მეექვსე ოლქი - რომან კვარაცხელია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ვლადიმერ კვარაცხელია 49%(„ქართული ოცნება“)’
  • წალენჯიხის მეცხრე ოლქი - დათო მესხია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ბაკურ სონგულია 49%(„ქართული ოცნება“);
  • ზუგდიდის მეოთხე ოლქი - ირაკლი ჯანაშია 52%(„ქართული ოცნება“) და ზვიად ჯღარკავა 47%(„ნაციონალური მოძრაობა“);
  • ლენტეხის მეხუთე ოლქი - გიორგი შავრეშიანი 54%(„თავისუფალი საქართველო“) და ბერდია ზურაბიანი 45%(„ქართული ოცნება“).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S