Accentnews.ge
უბნების დახურვიდან 16 საათის შემდეგ თბილისში ერთის გარდა, ყველა უბანი დათვლილია

უბნების დახურვიდან 16 საათის შემდეგ თბილისში ერთის გარდა, ყველა უბანი დათვლილია

31/10/2021 08:00:37 პოლიტიკა

უბნების დახურვიდან 16 საათის შემდეგ თბილისში ერთის გარდა, ყველა უბანი დათვლილია. როგორც ცსკ–ის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური შედგა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად წარმოადგინა მონაცემები.

"თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 99, 87 პროცენტია დათვლილი, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მიიღო 44, 39 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, კახა კალაძემ 55,60 პროცენტი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S