Accentnews.ge
"საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა"

"საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა"

31/10/2021 08:10:59 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა.

მისი თქმით, საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ.

„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი კალენდარული დღე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც მან განაცხადა, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი გადაითვლება:

„მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S