Accentnews.ge
მამულაშვილი: "სამოქმედო გეგმა არის პროტესტი, არც ერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს"

მამულაშვილი: "სამოქმედო გეგმა არის პროტესტი, არც ერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს"

31/10/2021 08:22:23 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნონა მამულაშვილის განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა პროტესტი უნდა იყოს.

მისი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ფორმით ლაპარაკი ღალატია":

"სამოქმედო გეგმა არის პროტესტი, სამოქმედო გეგმაა დაუმორჩილებლობა და სამოქმედო გეგმაა საქართველოს გადარჩენა. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ფორმატში "ოცნებას" კიდევ ერთხელ უნდა ველაპარაკოთ, არის ჩვეულებრივი ღალატი. იგი არის მოღალატე ხელისუფლება. "ქართული ოცნება" არის რუსეთის გზავნილი საქართველოში და ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენტიტეტი და სახელმწფოებრიობა გაანადგუროს".

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმას დღეს გამოაცხადებს.

"დაველოდოთ, დღეს იქნება სამოქმედო გეგმა გამოცხადებული გაერთიანებული ოპოზიციის და ნიკა მელიას მიერ. შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. არც ერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს", - თქვა მამულაშვილმა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S