Accentnews.ge
"დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას"

"დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას"

31/10/2021 08:01:01 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში "საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას".

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო ხელოვნურ კრიზისში შევიდა“, რაც ზალკალიანის განცხადებით, დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქში, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხო, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს.

“ქართული ოცნების” მიზანია აღმშენებლობის ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულები განვითარდნენ და ჩვენი დედაქალაქი გარდაიქმნეს ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად. სწორედ სტაბილურ განვითარებას მისცა ხმა მოსახლეობის უმეტესობამ და ამით ღირსეული არჩევანი გააკეთა. ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო ხელოვნურ კრიზისში შევიდა, რაც დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა. იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების რეგიონული გარემო, პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური პროცესი თუ სხვა. მაშინ როცა, ამ გამოწვევებთან გამკლავება მოითხოვს, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც საარჩევნო ციკლში არ ვიქნებით, ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული მოსახლეობის და ქვეყნის სასარგებლო საქმეებზე - ქალაქების, რეგიონების განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და მთავრობის მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და იმედია, ამას გააცნობიერებენ პოლიტიკური ოპონენტებიც“, - განაცხადა ზალკალიანმა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S