Accentnews.ge
ოპოზიცია დღეს პარლამენტთან სამოქმედო გეგმას წარადგენს

ოპოზიცია დღეს პარლამენტთან სამოქმედო გეგმას წარადგენს

31/10/2021 08:50:33 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა:

"არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- აცხადებს ნიკა მელია.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S