დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 100% –კახა კალაძე – 55,60%, ნიკა მელია - 44,40%
31/10/2021 09:00:51 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
მისი ცნობით, დედაქალაქში დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 100%.
ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს ხმათა 55.60% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკანორ მელიას - 44.40%.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.


