Accentnews.ge
ქუთაისში ოპოზიციონერ დეპუტატს მანქანა დაუზიანეს

ქუთაისში ოპოზიციონერ დეპუტატს მანქანა დაუზიანეს

31/10/2021 09:40:40 პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს წევრის ელეონორა არჩაიას ავტომობილს შუშა ჩაუმსხვრიეს.

ელეონორა არჩაია გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრიცაა და სწორედ ამიტომ, იგი მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის ავტომობილზე პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

არჩაია თქმით, იგი ეკლესიაში დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში იყო შესული, გამოსულს კი შუშა ჩამსხვრეული დახვდა, ჩანთა და ტელეფონი კი მანქანაში ადგილზე იყო. გახარიას თანაგუნდელი სწორედ ამ მიზეზით ვარაუდობს, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა არ ყოფილა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მიხედვით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S