Accentnews.ge
ზუგდიდში ე.წ. კოვიდ–უბანზე მამუკა წოწერიამ 85,9% მიიღო, ანზორ მელიამ -14,1%

ზუგდიდში ე.წ. კოვიდ–უბანზე მამუკა წოწერიამ 85,9% მიიღო, ანზორ მელიამ -14,1%

31/10/2021 09:44:50 პოლიტიკა

ზუგდიდის 109-ე – ე.წ კოვიდ–უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ანზორ მელიამ -14.1%.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცსკ–ის საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სპეციალურ სიაში 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა კი სულ 381-მა ადამიანმა მისცა. აქედან წოწერიას 324-მა ადამიიანმა დაუჭირა მხარი, ანზორ მელიას კი 53-მა. 4 ბიულეტენი გაბათილდა.

ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების 100%-ია დათვლილი. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა) აქვს, ხოლო მამუკა წოწერიას - 51.63% (27 607 ხმა).

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S