Accentnews.ge
კონგრესმენი ბრედ შერმანი: "მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში"

კონგრესმენი ბრედ შერმანი: "მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში"

31/10/2021 10:21:59 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი ბრედ შერმანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს "კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში.

მისი თმით, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს.

"მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გეზისთვის. როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში. სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველი ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“, - აცხადებს კონგრესმენი.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S