Accentnews.ge
"რესურსების მხრივ მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი"

"რესურსების მხრივ მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი"

31/10/2021 11:00:51 პოლიტიკა

"რესურსების მხრივ მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი", - ამის შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საარჩვენო კამპანიის დროს იყო ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით.

„ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განვრცობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა. მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. რესურსების მხრივ მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასათანადო ზედამხედველობის გამო", – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ყოფილი ძალოვანების დაკავებების ფაქტებზე.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება:

„აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს".

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზე, ხოლო „ქართული ოცნების“ კამპანია, პირველ ტურთან შედარებით, ძირითადად უფრო მეტ ეროვნულობაზე“.

მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო.

„კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ჩატარებას, თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S