გოგა გულორდავა ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებებს უსურვებს
31/10/2021 11:06:18 პოლიტიკა
წალენჯიხის მერობის კანდიდატი "ქართულ ოცნებიდან" გოგა გულორდავა ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას წარმატებებს უსურვებს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა. წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს", – აცხადებს გულორდავა.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერი ოპოზიციონერი კანდიდატი გიორგი ხარჩილავა გახდება. ამ დროისთვის უბნების 100%–ია დათვლილი, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
- გიორგი ხარჩილავა– 51.107%.
- გოგა გულორდავა– 48.893%.


