Accentnews.ge
"ODIHR–ს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება"

"ODIHR–ს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება"

31/10/2021 11:10:14 პოლიტიკა

ODIHR–ს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, - ამის შესახებ ODIHR-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის.

"2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ძირითადად შესრულდა ODIHR–ს ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების ხელახალი გადათვლა მოახდინეს. ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში 2 ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნო დაინტერესებულ მხარეებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. სათანადო რეგულირების არარსებობის გამო გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტურის სრულყოფილად ჩაშლილი შედეგები, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა. პირველი ტურის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით 1000-ზე საჩივარი შევიდა, მათგან 900 საჩივრით მოთხოვნილი იყო გადათვლა და ძირითადად, ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის, ასევე მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად, რაც ეწინააღმდეგება ODIHR–ს მიერ უკვე მრავალ გზის გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შედეგად როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისე სასამართლოებს ფართო დისკრეცია ჰქონდათ გადათვლის შესახებ მოთხოვნების განხილვისას“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S