Accentnews.ge
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "რამდენად იყო არჩევნები თავისუფალი და მისაღები, ეს ქართული საზოგადოების შესაფასებელია"

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "რამდენად იყო არჩევნები თავისუფალი და მისაღები, ეს ქართული საზოგადოების შესაფასებელია"

31/10/2021 11:34:44 პოლიტიკა

"ჩვენი ფუნქცია არის საარჩევნო პროცესის შეფასება, რათა შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებს. თუ რამდენად იყო თავისუფალი და მისაღები, ეს უკვე თქვენი, ქართული საზოგადოების შესაფასებელია", - ამის შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, რომელშიც იქნება დაზუსტებული რეკომენდაციები.

„ჩვენ ამ საარჩევნო პროცესს ხელს ვუწყებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი თქვენ გეკუთვნით. საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა შეგიძლიათ თქვენ. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რამდენად მოახდენს რეაგირებას ჩვენს რეკომენდაციებზე. მთლიანობაში იმის შეფასება, არის თუ არა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, ეს უნდა შეაფასოს ქართველმა საზოგადოებამ. ჩვენ მხოლოდ ვაფასებთ საარჩევნო პროცესსა და მის სხვადასხვა ასპექტს. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდე ვთქვი - ჩვენ ტესტს არ გიტარებთ, ჩვენ არ ვატარებთ ტესტს ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ვზომავთ ჩატარებულ პროცესს საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ. ჩვენი პრინციპია - ვაკვირდებით, მაგრამ არ ვერევით. ჩვენ ვაკვირდებით ფაქტებს და როდესაც ეს ფაქტები არსებობს, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებებს. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ წინასწარი შეფასებები, მაგრამ რამდენიმე კვირაში მოგაწვდით დეტალურ შეფასებებს თავისი დასკვნებით. გთხოვთ, რომ წაიკითხოთ ჩვენი განცხადება, ანგარიში და ნახოთ მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ობიექტური მეთოდოლოგია“, - განაცხადა ჯონსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S