Accentnews.ge
"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" მყარი ლეგიტიმაცია"

"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" მყარი ლეგიტიმაცია"

31/10/2021 11:41:56 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა პარტიის "მყარი ლეგიტიმაცია" დაადასტურა.

მისი თქმით, გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირა, არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ასეთი პრეტენზიები ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მმართველობა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S