Accentnews.ge
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი: "ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით ძირითადად, ოპოზიციის მიმართ"

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი: "ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით ძირითადად, ოპოზიციის მიმართ"

31/10/2021 11:51:18 პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამადკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის ინეს ვაიდერის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა.

"მეორე ტურში, ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ", – განაცხადა ვაიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, თბილისში საარჩევნო უბნებზე კოვიდ–რეგულაციები სათანადოდ დაცული არ იყო.

რაც შეეხება რეგიონებს. ევროპარლამენტის წარმომადგენლის თქმით, დამკვირვებლების ჯგუფი იმყოფებოდა ზუგდიდში, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი:

"ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება".

მისი თქმით, კარგი იქნება თუ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდება და პოლიტიკოსები ყურადღებას რეფორმების განხორციელებაზე გაამახვილებენ:

"ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი, ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თქვენ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S