Accentnews.ge
ცაგერში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან აცხადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმური და მიტაცებული იყო, თუმცა მის კონკურენტს "ოცნებიდან" გამარჯვებას ულოცავს

ცაგერში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან აცხადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმური და მიტაცებული იყო, თუმცა მის კონკურენტს "ოცნებიდან" გამარჯვებას ულოცავს

31/10/2021 13:16:05 პოლიტიკა

ცაგერში მერობის კანდიდატი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან აცხადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, თუმცა მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ბესარიონ ბენდელიანმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ლეჩხუმის მოსახლეობის არჩევანი პარტია "საქართველოსთვის" მისაღებია და ამომრჩვლის არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი:

"ლეჩხუმის მოსახლეობამ გუშინ გააკეთა არჩევანი. ეს არჩევანი, ჩემთვის, ჩემი გუნდისა და ჩემი თანამებრძოლებისთვის მისაღებია. მისაღები იმ კუთხით, რომ ამომრჩველის არჩევანს ყველამ უნდა ვცეთ პატივი. წინასაარჩევნო პერიოდში "ოცნების" კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ საკმაოდ უხვი დაპირებები გასცა, მე ვუსურვებ მას რომ ლეჩხუმის ისტორიაში საუკეთესო მერად შევიდეს, რადგან მას ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი ადგილობრვებისთვის, რომლებიც იმედის თვალით შესცქერიან ამ დაპირებების შესრულებას. ვიმედოვნებ, ბატონი გიორგი დაპირებებს უკან არ წაიღებს".

ბენდელიანს აღნიშნული განცხადების შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა შეახსენა გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კანდიდატის მიმართ, მათ შორის სუს–ის მიერ დაშინების მცდელობები იყო.

"მე ვაღიარებ ერთადერთ რამეს, რომ ამომრჩეველმა რომელმაც მხარი დაუჭირა გუშინ მეორე ტურში "ქართული ოცნების " მერობის კანდიდატს, ამ ადამიანების არჩევანს ყველამ უნდა ვცეთ პატივი. მეორე საკითხია რამდენად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ტარდებოდა ეს არჩევნები. ეს არის მიტაცებული არჩევნები ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნების" მხრიდან . ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ყველგან იგრძნობა სუს–ის და მმართველი პარტიის უხილავი ხელი. შედეგი რომელიც დადგა არის რეალობა, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ ბრძოლას მიიყვანს სამართლიან ჭრილამდე", – განაცხადა ბეენდელიანმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებენ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა გუშინდელ არჩვენებს ლეგიტიმურად, ბენდელიანმა შემდეგი განაცხადა:

"არ იყო ლეიტიმური. მე გიორგი ნემსაძეს გამარჯვება მივულოცე ერთადერთი გარემოების გამო ადამიანებმა, რომლებმაც მას მხარი დაუჭირა, ელოდებიან მათ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას".

ცნობისთვის: ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, ბენდელიანმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა 37.12% მიიღო, გიორგი ნემსაძემ – 62.87%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S