Accentnews.ge
"ევროპული საქართველო" ლოზუნგს "არჩევნები გაუქმებულია" არ იზიარებს

"ევროპული საქართველო" ლოზუნგს "არჩევნები გაუქმებულია" არ იზიარებს

31/10/2021 15:12:19 პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" ლოზუნგს "არჩევნები გაუქმებულია" არ იზიარებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი აქციები, მაგრამ აქვე მინდა, წინასწარ საზოგადოებამაც იცოდეს "ევროპული საქართველოს" პოზიცია, ჩვენმა პარტნიორებმაც, კონსულტაციებამდეც იცოდნენ, რომ ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ასეთი ავტორიტარული რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას, ეს არის რეალობა და ეს ყველას უნდა გვესმოდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდი სწრაფ წარმატებაზე, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ეს არის რეალობა ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ როგორც ჩანს არამოკლევადიანი ბრძოლისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისი თქმით, 31 ოქტომბერს ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციაზე პარლამენტთან მისვლას აპირებს:

„მე მივალ დღევანდელ აქციაზე და ბუნებრივია, მოვუსმენ ორგანიზატორების იდეებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონია აქამდე ბატონ მელიასთან კონსულტაცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S