Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

31/10/2021 15:36:10 პოლიტიკა

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა", მიმართა ხაზარაძემ დემონსტრანტებს.

მისი თქმით, საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S