სად და როდის გაიმართება ოპოზიციის აქციები
31/10/2021 19:39:11 პოლიტიკა
ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური აქციები დააანონსა.
როგორც ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2 ნოემბერს საპროტესტო აქცია ჩატარდება ბათუმში, მოგვიანებით – ქუთაისში, ზუგდიდში და თბილისში.
სად და როდის გაიმართება ოპოზიციის აქციები:
- 2 ნოემბერი - 17:00 საათი - ბათუმი;
- 3 ნოემბერი - 20:00 საათი - ზუგდიდი;
- 4 ნოემბერი - 17:00 საათი - ქუთაისი;
- 6 ნოემბერი - თბილისი (საათი ჯერ–ჯერობით უცნობია).
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


