Accentnews.ge
რომელ საკრებულოებში ექნება უმრავლესობა ოპოზიციას წინასწარი შედეგების მიხედვით

რომელ საკრებულოებში ექნება უმრავლესობა ოპოზიციას წინასწარი შედეგების მიხედვით

01/11/2021 06:30:49 პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ოპოზიციას უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ექნება.

კერძოდ, ეს მუნიციპალიტეტებია: ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და რუსთავის.

ცნობისთვის: გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S