Accentnews.ge
საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა დათვლა იწყება

საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა დათვლა იწყება

01/11/2021 06:55:32 პოლიტიკა

საარჩევნო კომისიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების შედეგებს ხელახლა დათვლიან სხვადასხვა ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩეულ 140 უბანზე. ამ პროცედურას საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს. საარჩევნო კომისიები უბნებს 11:00 საათზე წილისწყრით გამოავლენენ. შედეგების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება. ამ პროცედურამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7 საარჩევნო უბნის შედეგები.

ხელახალი დათვლის პროცესზე დასწრება შეუძლიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს. გადათვლის ცენტრებში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს ჩაუტარდება კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება. გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები და პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ცსკ–ის ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნდება.

კანონით დადგენილი ხმების გადათვლის პროცედურის გარდა, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს შედეგების ხელახლა დათვლას არაერთ ოლქში, სადაც მათი თქმით, ბევრი ბიულეტენი გაბათილდა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S