Accentnews.ge
წალენჯიხაში "დემოკრატიის ჰაბის" გახსნა დაანონსდა

წალენჯიხაში "დემოკრატიის ჰაბის" გახსნა დაანონსდა

01/11/2021 09:48:30 პოლიტიკა

ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს სახელწოდებით "დემოკრატიის ჰაბს" გახსნის.

"ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა. "დემოკრატიის ჰაბი" იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ცსკ–ის მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ ხმათა 51.10% მიიღო, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან" გოგა გულორდავამ - 48.90%. მოგვიანებით, გულორდავამ ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას წარმატებები უსურვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S