Accentnews.ge
"სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს"

"სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს"

01/11/2021 10:40:48 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პარტნიორმა ლიზა იასკომ განუცხადა.

„უბრალოდ ლოდინი, კიდევ უფრო მეტად როდის დამძიმდება ადამიანის მდგომარეობა, ძალიან არასწორია. ეს დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მოიპარეს, რაც ძალიან მტკივნეული და უსამართლოა. ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“, – განაცხადა აისკომ.

მისივე თქმით, სააკაშვილს "ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა".

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, თუმცა ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებასა და იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

მხარდამჭერთა და ოპოზიციის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S