"საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს"
01/11/2021 10:55:29 პოლიტიკა
"საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება, მივხედოთ ქალაქს", -ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.
მისი თქმით, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება აქვს, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ, მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ოპოზიციის ნაწილი 6 ნოემბერს თბილისში აქციის გამართვას აპირებს.


